ავტორიზაცია

რას ფიქრობენ რეალში მბაპეს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ?

რას ფიქრობენ რეალში მბაპეს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ?
თარიღი 22 May 2022, 13:14

"რეალი" კილიან მბაპესთვის გაკეთებული წინადადების უკან წაღებაზე ფიქრობდა, როცა გარკვეული ეჭვები გაუჩნდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, მომავალთან დაკავშირებით "პსჟ"-ს ფორვარდის პოზიცია ძალიან სწრაფად შეიცვალა და რაღაც მომენტში "სამეფო კლუბს" მისი გადაბირების აღარ სჯეროდა.

პარასკევს, "რეალი" სერიოზულად ფიქრობდა შეთავაზებული კონტრაქტის გაუქმებაზე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ამაზე უარი განაცხადა, რადგან 23 წლის ფრანგისთვის სიტყვა ჰქონდა მიცემული.

"ბლანკოსში" მბაპეს ვერ გაუგეს. მადრიდელთათვის მიცემული დაპირების შემდეგ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უპატივცემულობად ჩათვალეს, რაც კლუბის იმიჯს საფრთხეს უქმნის.

მოგეხსენებათ, გუშინ კილიანმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.