ავტორიზაცია

პოჩეტინო მბაპეს ახალ კონტრაქტზე: "დიდი სიამაყეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო"

პოჩეტინო მბაპეს ახალ კონტრაქტზე: "დიდი სიამაყეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო"
თარიღი 22 მაი 2022, 13:49

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა.

"ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიტყვე", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport-ი.

"აქ, საფრანგეთში, მბაპეს ძალიან აკრიტიკებდნენ. თავის ნიჭს ვერ ავლენდა, მაგრამ წელიწადნახევარი გავიდა და ამ ფეხბურთელმა "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა".

"ეს დიდი სიამაყეა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ არა საუკეთესო", - დასძინა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი პარიზში 2025 წლამდე დარჩება.