ავტორიზაცია

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში საშინელი ატმოსფეროა

ახალი დეტალები — მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში საშინელი ატმოსფეროა
თარიღი 22 მაი 2022, 13:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში სერიოზული პრობლემებია, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი.

სეზონის ის მომენტი, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა კლუბში არსებული ატმოსფერო, მარტში დადგა, "მანჩესტერ სიტისთან" (1:4) მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ "ეშმაკუნების" ერთ-ერთი ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა და გუნდის კაპიტან ჰარი მაგუაირის შესახებ არაკომპლექტური აზრები გამოუთქვა.

აღნიშნული სტატია "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა. მასში შემდეგი ფრაზა იყო: "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები პირად საუბრებში მაგუაირის თამაშზე კითხვებს სვამენ და ფიქრობენ, რომ მისი ასპარეზობა კლუბის დონის შესაფერისი არ არის".

ეს ინფორმაცია სანდო იყო, ამიტომაც "ემიუს" ფეხბურთელებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გაავრცელა. როგორც მოთამაშეთა უმრავლესობა და სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, იციან, თუ ვინ იყო ეს პირი.

ამ პუბლიკაციის ეფექტი "ემიუში" არსებული ატმოსფეროსთვის დამღუპველი აღმოჩნდა. როგორც იწერება, ამჟამად კლუბის ფეხბურთელებს შორის ისეთი უნდობლობაა, რომ ნორმალური ურთიერთობის აღდგენა რთული იქნება.

ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

რალფ რანგნიკი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით "ემიუს" ლიდერებს შეხვდა, ერთ-ერთმა მათგანმა მწვრთნელს უთხრა, რომ შემადგენლობის ადრე შერჩევა დაეხმარებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდმა ფიზიკურ მხარეზე უნდა იმუშაოს. თუმცა, ეს აზრი მაშინვე უარყო შეხვედრაზე მყოფმა სხვა ფეხბურთელმა. ამ უკანასკნელის თქმით, უბრალოდ ვარჯიშები სახალისო უნდა იყოს.

"ემიუს" ლიდერების აზრით, გუნდში ზედმეტად ბევრი ფეხბურთელია ინსტაგრამზე "დამოკიდებული", რომელთათვისაც იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღწევები.