ავტორიზაცია

მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, რეალმა მთავარი სამიზნე შეარჩია — MARCA

მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, რეალმა მთავარი სამიზნე შეარჩია — MARCA
თარიღი 22 მაი 2022, 14:31

კილიან მბაპეს უარის შემდეგ, "რეალმა" სატრანსფერო გეგმა შეცვალა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

ასე და ამგვარად, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი და კლუბის ხელმძღვანელობა თანხმდებიან, რომ "ბლანკოსს" ახალი ცენტრფორვარდი სჭირდება, რომელიც კარიმ ბენზემას ალტერნატივა იქნება. მაგრამ კლუბში ფრანგისგან კიდევ ორი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებას ელიან.

მბაპე წლების მანძილზე მადრიდელთა მთავარი სამიზნე გახლდათ. იმის გამო, რათა მისი ტრანსფერი არ ჩაშლილიყო, "სამეფო კლუბმა" ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაზე თქვა უარი, რომელიც საბოლოო ჯამში "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" მთავარ სამიზნედ "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველი, ორელიენ ტჩუამენი იქცა.

მადრიდულ გრანდს 22 წლის ფრანგის ხელში ჩაგდება ძალიან უნდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელს აცნობა, რომ ამ ზაფხულს ტრანსფერის გაჩარხვა საეჭვოა. მბაპეს უარის შემდეგ კი "რეალს" მისი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა გაუჩნდა.