ავტორიზაცია

დი მარია: "მბაპემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რეალში გადასასვლელად დრო კიდევ ექნება"

დი მარია: "მბაპემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რეალში გადასასვლელად დრო კიდევ ექნება"
თარიღი 22 მაი 2022, 14:53

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას თქმით, გუნდის თავდამსხმელი, კილიან მბაპე პარიზში დარჩენით სწორად მოიქცა.

მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"მბაპემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან ახალგაზრდაა, "რეალში" გადასასვლელად დრო კიდევ ექნება", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Onze Mundial-ი.

თავად დი მარია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ"-ს რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და დიდი ალბათობით, "იუვენტუსში" გადავა.

2021/22 წლების სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.