ცნობილი გახდა, თუ როგორ დაითანხმა პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მბაპე გუნდში დარჩენაზე

გაირკვა, თუ როგორ დაითანხმეს "პარი სენ ჟერმენის" ბოსებმა გუნდის თავდამსხმელი, კილიან მბაპე დარჩენაზე.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe იტყობინება, კლუბი ფორვარდს მენეჯმენტში ცვლილებებს დაჰპირდა, რაზეც ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მარცხის შემდეგ დაიწყეს ფიქრი. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში მიიღებენ. მაგალითად, პარიზიდან აიბარგება სპორტული დირექტორი, ლეონარდო.
უფრო ფართო გაგებით, ეს რესტრუქტურიზაცია "პსჟ"-ს განვითარების ვექტორის ცვლილებას ნიშნავს - კლუბი მარკეტინგული კომპონენტიდან სპორტულზე გადავა.
გარდა ამისა, კლუბი დაჟინებით ამბობდა, რომ მბაპეს ფრანგული ფეხბურთს წინაშე ვალდებულებები აკისრია. ეს მოიცავს ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობას იმ ქალაქის გუნდთან ერთად, სადაც დაიბადა, აგრეთვე ლიგა 1-ის დახმარებას მსოფლიოში თავისი პრესტიჟის გაზრდაში.
აღსანიშნავია, რომ მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების დადასტურების შემდეგ, კლუბში და მის გარშემო არსებული ატმოსფერო გაუმჯობესდა. გულშემატკივრებმა ბოიკოტი შეწყვიტეს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა და "პსჟ"-ს მე-10 ჩემპიონობა აღნიშნეს.