პრაქტიკულად გადაწყვეტილია — შეცვლის თუ არა პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოჩეტინოს ზიდანი?

"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.
მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, არგენტინელ სპეციალისტს ზინედინ ზიდანი არ შეცვლის.
გამოცემა Téléfoot-ის ინფორმაციით, "რეალის" ექს-მწვრთნელი კანდიდატთა სიაში არ იქნება.
გარდა ამისა, პარიზელები სპორტულ დირექტორ ლეონარდოსაც დაითხოვენ, მისი ადგილის დაკავების მთავარი ფავორიტი ლუიშ კამპუშია, რომელიც ამჟამად "სელტას" სტრატეგიული მრჩევლის თანამდებობას იკავებს.
ცნობისთვის, პოჩეტინოს "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.