ავტორიზაცია

ხავის შავი სია — ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 4 ფეხბურთელს გაუშვებს

ხავის შავი სია — ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 4 ფეხბურთელს გაუშვებს
თარიღი 22 მაი 2022, 16:11

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის "ბარსელონას" რიგებს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იწერება, უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე "ბლაუგრანადან" მცველები, სამუელ უმტიტი და ოსკარ მინგესა, ნახევარმცველი რიკი პუჩი და თავდამსხმელი მარტინ ბრეიტუეიტი წავლენ.

ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ხავის სამომავლო გეგმებში არ შედიან.

ამავდროულად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ნახევარმცველ სერხი რობერტოს კონტრქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.

არ არის გამორიცხული, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სხვა ფეხბურთელების გაშვების ვარიანტიც განიხილოს.