ავტორიზაცია

5 ტოპ თავდამსხმელი, რომლის შეძენასაც რეალი მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ეცდება — AS

5 ტოპ თავდამსხმელი, რომლის შეძენასაც რეალი მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ეცდება — AS
თარიღი 22 May 2022, 16:31

კილიან მბაპეს ტრანსფერის შემდეგ, "რეალს" თავდასხმის ხაზში ტოპ ფეხბურთელის დამატება მაინც უნდა.

მადრიდულმა გრანდმა სატრანსფერო ბაზარზე ახალი მოთამაშის ძიება უკვე დაიწყო, წერს გავლენიანი გამოცემა AS-ი.

ასე და ამგვარად, მადრიდული გრანდი 5 ფორვარდის ვარიანტს განიხილავს, ესენია:

რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), რაფაელ ლეაო ("მილანი"), კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიფციგი") და დარვინ ნუნიესი ("ბენფიკა").

მოგეხსენებათ, მბაპემ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა და გუნდში 2025 წლამდე დარჩება.