ავტორიზაცია

"აგენტმა გონება აურია", - ბაიერნის სპორტული დირექტორი ლევანდოვსკის მომავალზე ალაპარაკდა

"აგენტმა გონება აურია", - ბაიერნის სპორტული დირექტორი ლევანდოვსკის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 22 May 2022, 16:41

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა რობერტ ლევანდოვსკის აგენტი ფეხბურთელზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა.

"ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს და ვადას ბოლომდე ამოწურავს. შიდა საქმეებს, წინადადებებს და მსგავს რაღაცებს არ განვიხილავთ. მისი ხელშეკრულება კიდევ ერთ წელზეა გათვლილი".

"მის აგენტს ვესაუბრეთ და ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ მასთან ერთად ვგეგმავთ მომავალს. შეთავაზება გავაკეთეთ, შესაბამისი თანხითა და ვადით. აგენტი საჯაროდ სხვანაირად ლაპარაკობს, რითაც გაკვირვებული ვარ".

"ლევანდოვსკის აგენტმა გონება აურია. "ბაიერნი" მას ყოველთვის კორექტულად ექცეოდა და ყოველთვის მაქსიმალურ პატივისცემას იჩენდა მის მიმართ", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Bayern & Germany.

33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.