ავტორიზაცია

ლიზარაზუ: "მბაპემ სახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი კლუბი მუხლებზე დააჩოქა"

ლიზარაზუ: "მბაპემ სახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი კლუბი მუხლებზე დააჩოქა"
თარიღი 22 მაი 2022, 17:18

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ბიქსანტ ლიზარაზუ კილიან მბაპეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა გუშინ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"მბაპეს კლანი ორ კლუბთან ("რეალი" და "პსჟ") აწარმოებდა მოლაპარაკებებს. არის განცდა, რომ მან ისინი მუხლებზე დააჩოქა".

"ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე არასოდეს მინახავს მოთამაშე, რომელმაც სახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი კლუბი მუხლებზე დააჩოქა", - ციტირებს ლიზარაზუს სიტყვებს Telefoot-ი.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, მბაპე პარიზული გუნდის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.