ავტორიზაცია

"Puta Madrid", - სკანდირებდნენ პსჟ-ს ფანები მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების დადასტურების შემდეგ

"Puta Madrid", - სკანდირებდნენ პსჟ-ს ფანები მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების დადასტურების შემდეგ
თარიღი 22 მაი 2022, 17:48

"პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრები გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ "რეალს" შეურაცხყოფას აყენებდნენ, წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

პარიზელთა პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის გამოსვლის დროს, როცა ამ უკანასკნელმა მბაპეს კლუბში დარჩენა დაადასტურა, პარიზელთა ფანები სკანდირებდნენ: "Puta Madrid".

მომხდარის გამო, ალ ხელაიფიმ და მბაპემ პაუზა აიღეს და გულშემატკივრების გაჩერებას ღიმილით ელოდებოდნენ.

"პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე აქტიურად იწერებოდა, რომ კილიანი "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი პარიზული გუნდის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.