ავტორიზაცია

"ლაჩრულად მოიქეცი, სიტყვა არ შეასრულე, კაცი არ ხარ", - ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს მიმართავს

"ლაჩრულად მოიქეცი, სიტყვა არ შეასრულე, კაცი არ ხარ", - ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს მიმართავს
თარიღი 22 მაი 2022, 18:00

ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსე ფელიქს დიასმა "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე მკაცრად გააკრიტიკა, რომელმაც "რეალში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

"სულ რაღაც 10 დღის წინ "რეალს" სიტყვა მიეცი. ფორმა გამოგიგზავნეს და დაბადების დღეზე მიიღე. ყველა ცნობა უარყავი, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა".

"მბაპე, სპორტსმენი არ ხარ. სიტყვას არ ასრულებ. კაცი არ ხარ, ეს ცხადია. ასეთად ვერ გთვლი".

"რატომ? იმიტომ, რომ შეცდომაში შეიყვანე მილიონობით ადამიანი, არა მხოლოდ ფლორენტინო პერესი. სულ რაღაც ორი კვირის წინ, 10 დღის წინ, ამბობდი "დიახ".

"შემდეგ კი ისე ლაჩრულად მოიქეცი, პერესს არც კი დაურეკე, უბრალოდ შეტყობინება გაუგზავნე. უბრალოდ ნამდვილი სახე გამოამჟღავნე. ის ადამიანი ხარ, რომელიც სიტყვას არ ასრულებს".

"დიდებული ფეხბურთელი იქნები, მაგრამ ვერასოდეს გახდები დიდებული ადამიანი", - თქვა Marca-ს ავტორმა El Chiringuito-ს ეთერში.