ავტორიზაცია

ზედიზედ მე-9 სეზონში! სიტიმ თანაქალაქელ იუნაიტედს რეკორდული სხვაობით აჯობა

ზედიზედ მე-9 სეზონში! სიტიმ თანაქალაქელ იუნაიტედს რეკორდული სხვაობით აჯობა
თარიღი 22 მაი 2022, 21:37

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგაში კვლავ თანაქალაქელებზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

„ქალაქელებმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, „წითელმა ეშმაკებმა“ კი მე-6.

უკანასკნელად, „ემიუმ“ „სიტიზე“ მაღლა სეზონი 2012/13-სეზონში ჩაამთავრა, როცა პირველი ადგილი „ეშმაკებმა“ დაიკავეს, მეორე კი - „ქალაქელებმა“, ეს იყო სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელი სეზონი „ოლდ ტრაფორდზე“.

მას შემდეგ, აბსოლუტურად ყველა სეზონში, „სიტი“ ჩემპიონატს ცხრილში „იუნაიტედზე“ უკეთეს პოზიციაზე ამთავრებდა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდებს შორის სხვაობამ წარმოუდგენელი 35 ქულა შეადგინა, რაც ამ ცხრა სეზონის მანძილზე ყველაზე დიდი სხვაობაა.