ავტორიზაცია

"ასეთ გუნდს ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ, ჩვენ კი ნამდვილი ლეგენდები ვართ", - გვარდიოლა

"ასეთ გუნდს ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ, ჩვენ კი ნამდვილი ლეგენდები ვართ", - გვარდიოლა
თარიღი 22 May 2022, 22:57

პეპ გვარდიოლამ „სიტისთან“ ერთად მორიგი ჩემპიონობის მოგებაზე ისაუბრა.

ბოლო ტურში „ქალაქელები“ 0:2-ს აგებდნენ, თუმცა 3:2 მოიგეს და ჩემპიონები ბოლო 5 წელში მეოთხედ გახდნენ.

„ბოლო მატჩები ყოველთვის განსაკუთრებული და ემოციებით აღსავსეა. „ასტონ ვილა“ ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.

ჩვენ ლეგენდები ვართ. თუ ფეხბურთელები ჩემპიონები ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ ხდებიან, ესეიგი ისინი განსაკუთრებულები არიან და ჩვენ ხალხს დავამახსოვრდებით.

სახლში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოგება - საუკეთესო შეგრძნებაა. როცა გავათანაბრეთ, მაშინვე გამიჩნდა შეგრძნება რომ მესამესაც გავიტანდით.

ამ მიღწევის მნიშვნელობას ხაზს მეტოქის სიძლიერე უსვამს, ცხოვრებაში არასდროს შევხვედრილვარ „ლივერპულისნაირ“ გუნდს. ვულოცავ მათ - ისინი ყოველკვირა გაძლიერებაში გვეხმარებოდნენ.

ახლა არ მაქვს არანაირი სურვილი და ენერგია შემდეგ სეზონზე ვიფიქრო, ჩვენ კვლავ ჩემპიონები ვართ.“ - აღნიშნა ესპანელმა.