ცნობილი გახდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირთა და ასისტენტთა ვინაობა
ცნობილი გახდა იტალიის სერია ა-ს სტატისტიკური ლიდერების ვინაობა.
საუკეთესო ბომბარდირი „ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე გახდა, რომელმაც 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე დუშან ვლაჰოვიჩი გავიდა, რომელმაც შუა სეზონში „ფიორენტინა“ „იუვენტუსზე“ გაცვალა. სერბმა 36 მატჩში 24 გოლის გატანა შეძლო.
საუკეთესო ასისტენტი „სასუოლოს“ შემტევი დომენიკო ბერარდი გახდა, 27 წლის ფეხბურთელმა 33 მატჩში 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
12-12 საგოლე პასი მიითვალეს „ინტერის“ ნახევარმცველებმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ და ნიკოლო ბარელამ.