ავტორიზაცია

რეალში მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ორი ფეხბურთელის ეიმედებათ — AS

რეალში მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ორი ფეხბურთელის ეიმედებათ — AS
თარიღი 23 მაი 2022, 01:16

"რეალში" ფიქრობენ, თუ როგორ გააძლიერონ თავდასხმის ხაზი "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მადრიდული გრანდი სპორტული განვითარების ახალი ვერსიის შემუშავებაზე ზრუნავს. სხვა ტოპ დონის ვარსკვლავის შეძენის ვარიანტი არ განიხილება, რადგან კლუბს ასეთი გეგმები არ ჰქონია.

მიუხედავად მბაპეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული იმედგაცრუებისა, "რეალი" ასეთ რთულ სიტუაციაში უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად.

"ბლანკოსში" გადაწყვიტეს, რომ კლუბს გეგმა B უკვე აქვს - მადრიდული გრანდი ეცდება ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოესი მსოფლიო დონის ვარსკვლავებად აქციოს.

კლუბის ხელმძღვანელების აზრით, ზემოთნახსენებ ფეხბურთელებს უდიდესი პოტენციალი აქვთ და მბაპეს გარეშე პროგრესი უფრო გაუმარტივდებათ.