ავტორიზაცია

მბაპე: "მშვენიერია, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, კლუბის დახმარებას გავაგრძელებ"

მბაპე: "მშვენიერია, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, კლუბის დახმარებას გავაგრძელებ"
თარიღი 23 მაი 2022, 01:23

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მორიგი განცხადება გააკეთა.

"მინდოდა, სეზონი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირობითა და ასისტენტობით დამესრულებინა, რაც გამომივიდა".

"პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მშვენიერია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში დავბრუნდები. ძალიან კარგია".

"პსჟ"-ს დახმარებას გავაგრძელებ, განსაკუთრებით ტიტულების მოგებაში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Telefoot-ი.

2021/22 წლების სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.