ავტორიზაცია

"რა თქმა უნდა, ხავისთან, ინიესტასთან და მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებ", - ევრამ გვარდიოლას წაკბინა

"რა თქმა უნდა, ხავისთან, ინიესტასთან და მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებ", - ევრამ გვარდიოლას წაკბინა
თარიღი 23 მაი 2022, 01:37

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ცოტა ხნის წინ, პეპმა, რომელსაც ვეტერანი ფრანგი და "ეშმაკუნების" ექს-ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი ხშირად აკრიტიკებენ, თქვა: "მათში ასეთი ხასიათი არ შემიმჩნევია, როცა ისინი "ბარსელონასთან" ერთად გავანადგურე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში".

"სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე", - ციტირებს ევრას სიტყვებს Manchester Evening News-ი.

"იმას, რასაც მედიაში წერენ, ხშირად არ ვკითხულობ, მაგრამ მეგობარმა გამომიგზავნა გვარდიოლას სიტყვები: "ალბათ, პატრის ევრას სამსახურის დაწყება უნდა", შემდეგ კი "ბარსელონასთან" ერთად ისინი გავანადგურე". მაშინ Amazon Prime-ის ეთერში ვმუშაობდი და უბრალოდ განვაცხადე, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში, თუ ხასიათი და ეგო გაქვს, რთული უნდა იყოს".

"იმ ფეხბურთელებზე ვსაუბრობ, რომლებსაც მის გვერდით უთამაშიათ, შემდეგ კი თქვეს, რომ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი სიტყვები ნორმალური იყო, მაგრამ თუ საუბარი უნდა, დაველაპარაკები".

"სიტიში" ვერ ვხედავ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც გვარდიოლა უყვარს. გენიოსია, თუმცა, როგორც ადამიანი... პირადად არ ვიცნობ. გამიკვირდა, რომ პატრის ევრასთვის პასუხის გასაცემად დრო ჰქონდა. ვეტერანი ვარ, კარიერა დავასრულე და უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ცოტა გამიკვირდა".

"რაც შემეხება მე, ყოველთვის კმაყოფილი ვარ, ჩემს გულში არანაირი სიძულვილი არ ტრიალებს. მაგრამ როცა ხალხს ჩემი გამოწვევა უნდა, ამისათვის მზად ვარ".

"სხვათა შორის, იმიტომ მოიგო, რომ შემადგენლობაში ხავი, ინიესტა და მესი ჰყავდა. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებ. მათ გარეშე კი გვარდიოლას უკვე დიდი ხანია ეს ტურნირი არ მოუგია", - დასძინა გვარდიოლამ.