ავტორიზაცია

მბაპესთან ერთად თამაშზე ორი ტოპ ფეხბურთელი ოცნებობს — მათ შესაძენად პსჟ ნეიმარის გაყიდვას აპირებს

მბაპესთან ერთად თამაშზე ორი ტოპ ფეხბურთელი ოცნებობს — მათ შესაძენად პსჟ ნეიმარის გაყიდვას აპირებს
თარიღი 23 მაი 2022, 01:44

"პარი სენ ჟერმენს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორელიენ ტჩუამენისა და უსმან დემბელეს ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, ახლა შეიძლება ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი დათანხმდეს პარიზში გადაბარგებას. "მონაკოს" ჩამშლელიც და "ბარსელონას" გარემარბიც კილიან მბაპესთან ერთად თამაშზე ოცნებობს, რომელმაც "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სხვა მოთამაშეების მსგავსად, ტჩუამენი და დემბელეც ელოდებოდნენ 23 წლის სუპერვარსკვლავის გადაწყვეტილებას.

ზოგადად, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას ზაფხულში მცველის, ორი ნახევარმცველისა და გარემარბის ყიდვა უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარში ნეიმართან განშორების ვარიანტებს ეძებენ. პარიზელთათვის ბრაზილიელი ხელშეუხებელი აღარ არის.

აქამდე დაიწერა, რომ მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ტჩუამენი "რეალის" მთავარ სამიზნედ იქცა.