ავტორიზაცია

პსჟ-მ ლეონარდო გაათავისუფლა და მის ადგილზე მბაპესთვის სასურველი კანდიდატი დანიშნა — ფრანგული მედია

პსჟ-მ ლეონარდო გაათავისუფლა და მის ადგილზე მბაპესთვის სასურველი კანდიდატი დანიშნა — ფრანგული მედია
თარიღი 23 მაი 2022, 02:28

"პარი სენ ჟერმენში" სპორტული დირექტორი შეიცვალა, იტყობინება ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი.

ასე და ამგვარად, როგორც იწერება, პარიზელებმა ლეონარდო გაათავისუფლეს და მის ადგილზე ლუიშ კამპუში დანიშნეს.

პორტუგალიელი მენეჯერი "სელტაში" სტრატეგიული მრჩევლის პოსტს იკავებდა. იქამდე იგი "ლილის" სპორტულ დირექტორად მუშაობდა, "მონაკოში" კი სკაუტი გახლდათ.

ამასთანავე, "პსჟ" გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებას აპირებს. ამჟამად კლუბი არგენტინელის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ ამაზე უფრო მჭიდროდ ლეონარდოსა და კამპუშის საკითხის მოგვარების შემდეგ ამუშავდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კამპუშის კანდიდატურა პარიზელთა ხელმძღვანელობას გუნდის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ შესთავაზა.