ავტორიზაცია

"რეალს დავურეკე, კარგი რჩევები მომცეს", - გვარდიოლა საჩემპიონო მატჩში შესრულებული საოცარი ქამბექის შემდეგ

"რეალს დავურეკე, კარგი რჩევები მომცეს", - გვარდიოლა საჩემპიონო მატჩში შესრულებული საოცარი ქამბექის შემდეგ
თარიღი: 23 მაი 2022, 02:38

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის 38-ე ტურში "ასტონ ვილასთან" (3:2) გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ შეხვედრაში "ქალაქელები" 76-ე წუთამდე ანგარიშით 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ თამაში შემოატრიალეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.

"რეალს" დავურეკე, კარგი რჩევები მომცეს. არც მადრიდის იმ ქამბექს აქვს ახსნა და არც ჩვენს დღევანდელ ქამბექს. ეს იმპულსია".

"ზოგჯერ მსგავსის განცდა სასიამოვნოა. ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს გამარჯვება მომავალი სეზონისთვის გაძლიერებაში დაგვეხმარება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია.

აღსანისნავია, რომ გვარდიოლას ბიჭებმა ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგეს.