ავტორიზაცია

დი მარია: "მომავალი სეზონიდან პსჟ-ს ათიანი მესი უნდა იყოს, ნეიმარმა კი მე-11 ნომრით ითამაშოს"

დი მარია: "მომავალი სეზონიდან პსჟ-ს ათიანი მესი უნდა იყოს, ნეიმარმა კი მე-11 ნომრით ითამაშოს"
თარიღი 23 მაი 2022, 10:41

"პსჟ"-ს შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია ფიქრობს, რომ ნეიმარმა ლიონელ მესის 10 ნომერი უნდა დაუთმოს.

"მომავალი სეზონისთვის მესიმ 10 ნომერი უნდა მოითხოვოს, ნეიმარს კი 11 ნომერი გადაეცეს".

"ლეო "ათიანია", მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ეს არის მისი ნომერი", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს TYC Sports-ი.

მოგეხსენებათ, დი მარია, რომელსაც ამ ზაფხულს "პსჟ"-სთან კონტრაქტი ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, პარიზელთა რიგებში 11-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

რაც შეეხებათ ნეიმარსა და მესის, 10 ნომერი ბრაზილიელს ეკუთვნის, ხოლო ლეო 30-ნომრიანი მაისურით თამაშობს.