ავტორიზაცია

ოფიციალურად: კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს

ოფიციალურად: კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
თარიღი 23 მაი 2022, 11:20

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ზაფხულში მანიკუნიანელთა რიგებს დატოვებს.

35 წლის ურუგვაელს მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

კავანიმ გუშინ "ეშმაკუნების" მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა - პრემიერ ლიგის 38-ე ტურში "კრისტალ პალასის" (0:1) წინააღმდეგ.

ედინსონი "იუნაიტედში" 2020 წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 59 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება 2021/22 წლების სეზონს, კავანიმ აწ უკვე გასულ სეზონში მანჩესტერელთა ღირსება 20 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და ერთი ასისტიც მიითვალა.