აგენტი: "ლევანდოვსკისთვის ბაიერნი უკვე ისტორიაა და იმ კლუბში სურს გადასვლა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა"
"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს მიუნხენური გრანდის დატოვება უნდა.
"რობერტისთვის "ბაიერნი" უკვე ისტორიაა. აქ გატარებული რვა წლის შემდეგ წასვლა უნდა, ამ დროის განმავლობაში კლუბს ყველაფერი მისცა".
"ახლა, როცა უკვე 34 წლის არის, შეუძლია აიხდინოს ოცნება და გადავიდეს კლუბში, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა".
"რატომ ეუბნება "ბაიერნი" უარს? რობერტისთვის ესა საკითხი დახურულია: არც მე არ ვფიქრობ ამ სიტუაციაში ფულზე და არც ის. ბოლო თვეებში ხელმძღვანელობაში მყოფი ადამიანების მხრიდან პატივისცემას ვერ გრძნობდა".
"იმედი მაქვს, მენეჯმენტი თავის პოზიციას გადახედავს. დიახ, ცხადია, შეუძლიათ ლევანდოვსკი 2023 წლამდე შეინარჩუნონ, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვურჩევდი. რობერტისთვის "ბაიერნი" უკვე ისტორიაა", - თქვა ზაჰავიმ Bild-თან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება კატალონიის "ბარსელონას" სურს.