ავტორიზაცია

ბარსელონას დირექტორი: "დემბელეს მომავალი მხოლოდ მისთვის და მისი აგენტებისთვისაა ცნობილი"

ბარსელონას დირექტორი: "დემბელეს მომავალი მხოლოდ მისთვის და მისი აგენტებისთვისაა ცნობილი"
თარიღი 23 მაი 2022, 11:51

"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ გარემარბ უსმან დემბელეს პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

"დემბელეს მომავალი მხოლოდ მისთვის და მისი აგენტებისთვისაა ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ეს საქმეს არ ეხება".

"არანაირი სიახლე არ არის, გასული 6-7 თვის მსგავსად. ამ დროისთვის, მის აგენტთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - ციტირებს ალემანის სიტყვებს Diario Sport-ი.

მოგეხსენებათ, 25 წლის ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

2021/22 წლების სეზონში დემბელემ 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.