ავტორიზაცია

"ვიცი, ლივერპულს მანჩესტერ სიტი ეზიზღება", - მაჰრეზმა მიზეზიც განმარტა

"ვიცი, ლივერპულს მანჩესტერ სიტი ეზიზღება", - მაჰრეზმა მიზეზიც განმარტა
თარიღი 23 მაი 2022, 12:34

"მანჩესტერ სიტის" გარემარბმა, რიად მაჰრეზმა ინგლისის ჩემპიონატში "ქალაქელთა" ტრიუმფის შესახებ ისაუბრა.

"ლივერპული" ჭკუისშემშლელი, შესანიშნავი გუნდია", - აცხადებს ალჟირელი Canal+-ის ეთერში.

"ვიცი, მათ ვეზიზღებით, რადგან რომ არა ჩვენ, ყოველ წელს ყველაფერს მოიგებდნენ".

"მაგრამ აქ ვართ (საჩემპიონო პოდიუმზე) და ჩვენსას არასდროს დავთმობთ. მომავალ წელსაც აქ ვიქნებით", - დასძინა მაჰრეზმა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.