ავტორიზაცია

"მთელი ცხოვრება რეალში უნდოდა თამაში და ახლა ბარსელონაში გადადის?", - ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი

"მთელი ცხოვრება რეალში უნდოდა თამაში და ახლა ბარსელონაში გადადის?", - ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი
თარიღი 23 May 2022, 18:29

"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილ აგენტს, მაიკ ბარტელს უკვირს, რომ პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონაში" სურს გადასვლა.

მოგეხსენებათ, 33 წლის ფორვარდი, რომელსაც მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, "რეკორდმაისტერის" დატოვების სურვილს ღიად აფიქსირებს.

ლევანდოვსკის ამჟამინდელმა აგენტმა, პინი ზაჰავიმ ცოტა ხნის წინ თქვა: "რობერტს იმ კლუბში სურს გადასვლა, სადაც თამაშზეც ყოველთვის ოცნებობდა". 

"მთელი შენი ცხოვრება "რეალში" გინდოდეს გადასვლა და ბოლოს "ბარსელონაში" აღმოჩნდე? კარგი", - წერს სოციალურ ქსელში ბარტელი.

2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.