ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩს ორი ვარიანტი აქვს — დარჩება თუ არა შვედი სუპერვარსკვლავი მილანში?

იბრაჰიმოვიჩს ორი ვარიანტი აქვს — დარჩება თუ არა შვედი სუპერვარსკვლავი მილანში?
თარიღი 23 May 2022, 18:50

შესაძლოა, "მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ გრანდში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, იუწყება ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" მზად არის 40 წლის შვედს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასის სახით 2,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ალბათობა, რომ ზლატანმა კარიერა დაასრულოს. ამ შემთხვევაში შეიძლება მინო რაიოლას სააგენტოში დაიწყოს მუშაობა, რომელიც აპრილის თვის ბოლოს გარდაიცვალა.

მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

2021/22 წლების სეზონში ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 3 ასისტი გააკეთა და იტალიის ჩემპიონი გახდა.