ავტორიზაცია

გადაწყვეტილი ამბავია — ორი მოთამაშე, რომელიც ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს

გადაწყვეტილი ამბავია — ორი მოთამაშე, რომელიც ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
თარიღი 23 მაი 2022, 20:36

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები, ერიკ ბაილი და აარონ ვან ბისაკა უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე კლუბს დატოვებენ.

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში ბაილიმ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო ვან ბისაკამ 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა, ზაფხულში გუნდიდან პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი, ხუან მატა, ლი გრანტი, ჯესი ლინგარდი და ფილ ჯონსი წავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთი ფეხბურთელის წასვლა ოფიციალურად უკვე დაადასტურა - ედინსონ კავანის.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნებმა" პრემიერ ლიგაში 58 ქულა დააგროვეს და სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს.