ავტორიზაცია

მბაპე: "რეალისთვის არ მითქვამს "არა", საფრანგეთსა და პსჟ-ს ვუთხარი "დიახ"

მბაპე: "რეალისთვის არ მითქვამს "არა", საფრანგეთსა და პსჟ-ს ვუთხარი "დიახ"
თარიღი 23 მაი 2022, 21:07

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსმელმა, კილიან მბაპემ პარიზულ გუნდში დარჩენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

"არავისთან არ ვყოფილვარ შეთანხმებული. ყოველთვის ასე ვიქცეოდი. კონტრაქტების ვარიანტებს განვიხილავდით. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა", - ციტირებს კილიანის სიტყვებს Le Parisien-ი.

"რეალისთვის" არ მითქვამს "არა", საფრანგეთსა და "პსჟ"-ს ვუთხარი "დიახ". სამშობლოსა და დედაქალაქის მოწოდება გავიგონე. ნაადრევი იყო ასე წასვლა", - დასძინა ფრანგმა სუპერვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, მბაპემ "სამეფო კლუბში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "პსჟ"-სთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, 23 წლის შემტევი პარიზში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.

მბაპე "პარი სენ ჟერმენში" "მონაკოდან" 2017 წელს იჯარით გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.