ავტორიზაცია

ცნობილია თანხა, რომელსაც პსჟ მონაკოს მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გადაუხდის

ცნობილია თანხა, რომელსაც პსჟ მონაკოს მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გადაუხდის
თარიღი 23 მაი 2022, 21:16

"პარი სენ ჟერმენი" თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ "მონაკოს" 35 მილიონ ევროს გადაუხდის, წერს RMC Sport-ი.

ცნობილი ფრანგული გამოცემის თანახმად, ხელშეკრულების ამ პუნქტის გააქტიურებისთვის 23 წლის სუპერვარსკვლავი ან სხვა გუნდში უნდა გადასულიყო ან პარიზელებთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა.

მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ მბაპე 2017 წელს "მონაკოდან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა, 180 მილიონ ევროდ შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით. არსებული ცნობით, მონაკოელებმა 2018 წელს € 90 მლნ-ი მიიღეს, 2019 წელს € 55 მლნ-ი. € 35 მილიონს კი ახლა გადაუხდიან.

2021/22 წლების სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მბაპეს სატრანსფერო ფასი ამჟამად € 160 მილიონს შეადგენს.