ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "გვარდიოლასა და კლოპს ვაღმერთებ, მათი გუნდები ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებენ"

ტენ ჰაგი: "გვარდიოლასა და კლოპს ვაღმერთებ, მათი გუნდები ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებენ"
თარიღი 24 მაი 2022, 01:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ხოსეპ გვარდიოლათი და იურგენ კლოპით აღფრთოვანებულია.

მოგეხსენებათ, 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "ეშმაკუნებმა" დღეს ოფიციალურად წარადგინეს.

"ორივეს ვაღმერთებ. ამჟამად მათი გუნდები ნამდვილად ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებენ - "ლივერპულიც" და "მანჩესტერ სიტიც". მაგრამ ნებისმიერი ეპოქა სრულდება".

"სულმოუთქმელად ველოდები მათთან ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, პრემიერ ლიგის ყველა სხვა კლუბიც მოინდომებს მათთან შერკინებას", - ციტირებს მანიკუნიანელთა ახალი დამრიგებლის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2025 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.