ავტორიზაცია

"სიამოვნებით გადავცემ ჩემს 10 ნომერს, თუ მოისურვებს", - ტოტი დიბალას დაყოლიებას ცდილობს

"სიამოვნებით გადავცემ ჩემს 10 ნომერს, თუ მოისურვებს", - ტოტი დიბალას დაყოლიებას ცდილობს
თარიღი 24 მაი 2022, 13:55

"რომას" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანჩესკო ტოტის სურს პაულო დიბალა რომაულ გუნდში გადასვლაზე დაარწმუნოს.

მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

"ვნახოთ, შევძლებ თუ არა რომში მის მოყვანას. ორშაბათს შევხვდებით, ვეცდები დავარწმუნო", - თქვა ტოტიმ გასული კვირის ბოლოს.

"ჯერ კიდევ არ გვილაპარაკია. დრო გვაქვს, ამას მოგვიანებით გავაკეთებთ".

"თუ მოისურვებს, სიამოვნებით მივცემდი ჩემს 10 ნომერს. მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა დედაქალაქური კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა დღეს.

TyC Sports-ის ჟურნალისტის, სესარ ლუის მერლოს თქმით, "რომამ" დიბალას ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.