ავტორიზაცია

"მოლაპარაკებებს კიდევ ერთ კლუბთან ვაწარმოებდი", - მბაპემ აქამდე უცნობი ინფორმაცია გაამჟღავნა

"მოლაპარაკებებს კიდევ ერთ კლუბთან ვაწარმოებდი", - მბაპემ აქამდე უცნობი ინფორმაცია გაამჟღავნა
თარიღი 24 მაი 2022, 14:19

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ გაამჟღავნა ინფორმაცია მისით დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბის შესახებ.

"მხოლოდ "რეალი" და "პსჟ" არ ყოფილან დაინტერესებულები", - აცხადებს ფრანგი სუპერვარსკვლავი The Telegraph-თან ინტერვიუში.

"იურგენ კლოპის "ლივერპულთანაც" ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს", - დასძინა კილიანმა.

მოგეხსენებათ, აქამდე, მბაპემ სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარი განაცხადა და პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

2021/22 წლების სეზონში 23 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 46 მატჩში დაიცვა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი პასიც გააკეთა.