ავტორიზაცია

პსჟ-ს ბოსების ახალი გეგმა — 2023 წლის ზაფხულამდე პოჩეტინო, შემდეგ კი გვარდიოლა?

პსჟ-ს ბოსების ახალი გეგმა — 2023 წლის ზაფხულამდე პოჩეტინო, შემდეგ კი გვარდიოლა?
თარიღი 24 May 2022, 14:32

არ არის გამორიცხული, მაურისიო პოჩეტინომ "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, პარიზელებისთვის მწვრთნელის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ფორვარდ კილიან მბაპეს დაკმაყოფილების სურვილის გამოც, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის მიწვევა სურს, მაგრამ ამ უკანასკნელთან შეთანხმება ვერ ხერხდება.

ახალი ვარიანტია 2023 წელს პეპ გვარდიოლას შესაძლო დანიშვნა, როცა ესპანელ სპეციალისტს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურება.

შესაძლოა, მანამდე პოჩეტინო დარჩეს გუნდის სათავეში, მით უმეტეს არგენტინელი მბაპეს კარგად უგებს, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას კი არავითარ შემთხვევაში არ სურს 23 წლის სუპერვარსკვლავთან ურთიერთობის გაფუჭება. ალტერნატივად განიხილება ახალი მწვრთნელის დანიშვნა მხოლოდ ერთი წლით.