ავტორიზაცია

მბაპეს საინტერესო პასუხი კითხვაზე: "მაინც ოცნებობ ერთ დღესაც რეალში გადასვლაზე?"

მბაპეს საინტერესო პასუხი კითხვაზე: "მაინც ოცნებობ ერთ დღესაც რეალში გადასვლაზე?"
თარიღი 24 მაი 2022, 14:45

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ იმის შესახებ ისაუბრა, ოცნებობს თუ არა "რეალში" თამაშზე.

– მაინც ოცნებობ ერთ დღესაც "რეალში" გადასვლაზე?

"ახალი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გავაფორმე და ვფიქრობ, უპატივცემულობა იქნება იმის თქმა, რომ "რეალში" თამაშზე ვოცნებობ".

– მაგრამ არ გეკითხები, გააკეთებ თუ არა ამას. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს ოცნებაა?

"ოცნება კარგია, მაგრამ დღეს მხოლოდ ჩემს ახალ კონტრაქტზე, აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. არასოდეს იცი, რა მოხდება... 3-წლიანი ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული და ახლა მომავალ სეზონზე უნდა გავამახვილო ყურადღება".

– ამბობდნენ, რომ ფლორენტინომ "რეალის" მაისური გამოგიგზავნათ. რა ბედი ეწევა ახლა მას?

"მაისური არ მოუცია, ამიტომაც არაფერი მოხდება", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Marca.