ავტორიზაცია

სუარესი: "ოქროს ბურთს ყოველთვის მესი უნდა იგებდეს, მაგრამ ამ სეზონში ბენზემამ დაიმსახურა"

სუარესი: "ოქროს ბურთს ყოველთვის მესი უნდა იგებდეს, მაგრამ ამ სეზონში ბენზემამ დაიმსახურა"
თარიღი 24 მაი 2022, 16:20

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, ლუის სუარესის აზრით, "ოქროს ბურთი" "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ უნდა მოიგოს.

– ვის უგულშემატკივრებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

"ბარსელონას", "ლივერპულის", "ატლეტიკოს" გულშემატკივარი ვარ - იმ გუნდების, რომელთა რიგებშიც მითამაშია... მაგრამ "ჩელსის" კარში გატანილი მეორე გოლის შემდეგ ბენზემას ტაში დავუკარი, რადგან აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რასაც აკეთებს. როგორც ფეხბურთის თაყვანისმცემელი".

– უნდა დაისაკუთროს თუ არა ბენზემამ "ოქროს ბურთი"?

"ამ სეზონისთვის - დიახ. მიუხედავად ამისა, ჩემთვის "ოქროს ბურთი" ყოველთვის ლეო მესის ეკუთვნის, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ ეს წელი მისი არ იყო", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Cadena SER-ი.