ავტორიზაცია

"რეკორდები იმისათვის არსებობს, რათა დაამხო", - ბენზემა რონალდუს მიღწევის გაუმჯობესებას უმიზნებს

"რეკორდები იმისათვის არსებობს, რათა დაამხო", - ბენზემა რონალდუს მიღწევის გაუმჯობესებას უმიზნებს
თარიღი 24 მაი 2022, 16:44

"რეალის" თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დამხობა უნდა.

მოგეხსენებათ, 2013/14 წლების სეზონში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდული გრანდის მაისურით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 17 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა კარი 15-ჯერ აქვს აღებული და 28 მაისს, ფინალში "ლივერპულთან" ითამაშებს.

"რეკორდები ყოველთვის იქნება, მაგრამ იმისათვის არსებობს, რათა დაამხო. ჩემთვის კი ყველაზე მთავარი მოედანზე ბოლომდე დახარჯვა და გამარჯვების მოპოვებაში გუნდის დახმარებაა".

"არ აქვს მნიშვნელობა, გოლს გავიტან თუ ასისტს გავაკეთებ. პრიორიტეტი ყოველთვის მოგება იქნება", - ციტირებს 34 წლის ფრანგის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.