ავტორიზაცია

კურტუა: "მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ვარ"

კურტუა: "მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ვარ"
თარიღი 24 მაი 2022, 17:24

მადრიდის "რეალის" კარის დარაჯის, ტიბო კურტუას აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

"უკვე მრავალი წელია ეს არის ჩემი საქმე. ორი წელი შესანიშნავ დონეზე ვიყავი. საკვანძო სეივები განვახორციელე და მოგების შემდეგ ეს უფრო უკეთესად ჩანდა. ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩავატარე".

"დიახ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლავართ, მაგრამ რთული სათქმელია, ვარ თუ არა საუკეთესო".

ჩემპიონთა ლიგაზე განხორციელებულ ქამბექებზე

"ბრწყინვალე იყო. "პსჟ"-სთან გიჟური მატჩი გვქონდა. "ჩელსის" ცუდი დღე ჰქონდა. "სიტისთან" ქამბექი კი ყველაზე განსაკუთრებულია", - ციტირებს 30 წლის ბელგიელის სიტყვებს Diario Sport-ი.