ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რას ფიქრობს მესი პსჟ-ში მბაპეს დარჩენის შესახებ — MARCA

გაირკვა, თუ რას ფიქრობს მესი პსჟ-ში მბაპეს დარჩენის შესახებ — MARCA
თარიღი 24 მაი 2022, 17:34

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი თანაგუნდელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებით გახარებულია.

კერძოდ, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, არგენტინელი მადლიერია იმ ფაქტით, რომ პრესის ყურადღების მთავარი ობიექტი აღარ არის.

გარდა ამისა, ლეოს აზრით, მბაპესთან ერთად "პსჟ"-ს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი ექნება.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი 2021/22 წლების სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. 35 მატჩში მან 28 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ცნობისთვის, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მბაპე პარიზული კლუბის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.