ავტორიზაცია

აზარი: "იმედია, ტრავმებს აღარ მივიღებ! მინდა რეალში ჩემი სიტუაცია შემოვაბრუნო"

აზარი: "იმედია, ტრავმებს აღარ მივიღებ! მინდა რეალში ჩემი სიტუაცია შემოვაბრუნო"
თარიღი 24 May 2022, 21:47

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

31 წლის ბელგიელმა გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა.

„ყველამ იცის, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. პირველი სამი სეზონი საუკეთესო არ მქონია, მაგრამ მინდა ყველას დავანახო, რა შემიძლია.

„რეალში“ თამაში ჩემი ოცნება იყო და ეს დღემდე ასეა. მინდა, რომ ტრავმები აღარასდროს მივიღო და ჩემი სიტუაცია შემოვაბრუნო. დავამტკიცო, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ.“ - აღნიშნა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

აზარი „რეალში“ 2019 წელს „ჩელსიდან“ 100 მილიონ ევროდ გადავიდა.