ავტორიზაცია

ლივერპულის ლეგენდა: "რონალდუ მანჩესტერში განხეთქილებას იწვევს"

ლივერპულის ლეგენდა: "რონალდუ მანჩესტერში განხეთქილებას იწვევს"
თარიღი 24 მაი 2022, 22:17

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ ჯონ ბარნსმა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გავლენაზე ისაუბრა.

„რონალდუმ გუნდში განხეთქილებას და დისჰარმონიას იწვევს. თუ ბურთი მას არ მისდის, ხელებს იქნევს. კარგი მაგალითია, არა?

„მანჩესტერში“ არსებული ჰარმონია ცალკე პრობლემაა. და ვინ არის მიზეზი ამ არეულობის?

რონალდუ ისე იქცევა, თითქოს ყველაფერს მისი თანაგუნდელები კი არა ის აკეთებს მოედანზე. ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს. ასე მხოლოდ ის მოქმედებს, ვინც საკუთარ თავზე ფიქრობს.

გულშემატკივრებს ის უყვართ, მაგრამ თუ მას ყველაფერი არ გამოსდის, ისე იქცევა, თითქოს ეს მისი ბრალი სულაც არ არის. გუნდში ასე არ უნდა იყოს.“ - აღნიშნა „ლივერპულის ექს-ნახევარმცველმა.