ბაიერნი ლევანდოვსკის ბარსელონაში გაუშვებს, თუ შემცვლელს იპოვის — სიაში ორი ფორვარდია
"ბაიერნი" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუშვებს, წერს ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
მოგეხსენებათ, 33 წლის სუპერვარსკვლავს მიუნხენური გრანდის დატოვება უნდა. პოლონელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 3-წლიანი კონტრაქტი სიტყვიერად უკვე შეათანხმა, შეთანხმების გაფორმებისას ფინანსური საკითხების მოგვარება პრობლემა არ იქნება.
ასე და ამგვარად, "ბაიერნი" ლევანდოვსკის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის შემცვლელად ორ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.
ერთ-ერთი მათგანი "შტუტგარტის" ფორვარდი, საშა კალაიჯიჩია, რომლის სატრანსფერო ფასიც 20 მილიონ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, "რეკორდმაისტერის" ინტერესთა სფეროში მოქცეულია "ლივერპულის" გარემარბი, სადიო მანე. აქამდე არსებული ცნობით, სენეგალელი ბუნდესლიგაში გადაბარგების ვარიანტს არ გამორიცხავს. პოტენციური ტრანსფერი არანაკლებ 50 მილიონ ევროდ ფასდება.