ავტორიზაცია

ზლატანს ოპერაციის გამო 7-8 თვე გაუცდება - არის თუ არა ეს შვედის კარიერის დასასრული?

ზლატანს ოპერაციის გამო 7-8 თვე გაუცდება - არის თუ არა ეს შვედის კარიერის დასასრული?
თარიღი 25 May 2022, 17:50

„მილანის" ვეტერან ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება.

როგორც სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფეხბურთელის პოსტ-ოპერაციულ რეაბილიტაციას 7-8 თვე დასჭირდება, რაც შვედის კარიერის გაგრძელებას ეჭვქვეშ აყენებს.

„მილანთან" მოქმედი კონტრაქტი იბრას 30 ივნისს ეწურება და მხარეები ჯერჯერობით მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დამსხდარან.

იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, სურს თუ არა კარიერის გაგრძელება და ამხელა რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნების ცდა. 

დიდი შანსია, ზლატანმა საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოს და ფეხბურთიდან სერია ა-ს მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით წავიდეს.