ავტორიზაცია

ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას მხოლოდ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდება

ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას მხოლოდ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდება
თარიღი 25 მაი 2022, 22:28

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს.

ესპანური As-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ინგლისური გრანდის ყურადღება მიიქცია, მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედისაც“.

„ემიუ“ მამარდაშვილის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მათი ეკონომიკური მოთხოვნები მოისმინა. გიორგის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დავიდ დე ხეას რეზერვად მოიაზრებენ, იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ზაფხულში დინ ჰენდერსონი დატოვებს.

თუმცა, ჯერჯერობით „ეშმაკებს“ „ღამურებისთვის“ ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავს.

თავის მხრივ, „ვალენსიას“ მამარდას დაკარგვა არ სურს და ქართველს კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოუთქვა. თუ ასეც მოხდა, გიორგის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

თუმცა, არაა გამორიცხული, „ვალენსიამ“ მამარდაშვილის გაყიდვაც გადაწყვიტოს, თუ რომელიმე გუნდი 15 მილიონ ევროს გადაიხდის, რადგან კლუბში ამჟამად რთული ფინანსური მდგომარეობაა.