ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "არც რეალს და არც ვინმე სხვას არ აქვს უფლება მიგვითითოს, რა გავაკეთოთ"

უეფას პრეზიდენტი: "არც რეალს და არც ვინმე სხვას არ აქვს უფლება მიგვითითოს, რა გავაკეთოთ"
თარიღი 25 მაი 2022, 23:01

უეფას პრეზიდენტმა კილიან მბაპეს „პსჟ-სთან“ გაფორმებული კონტრაქტის კრიტიკას უპასუხა.

მას შემდეგ, რაც ფორვარდმა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა, ცნობილი გახდა რომ ლა ლიგამ უეფაში და სასამართლოში იჩივლა, რადგან მბაპეს ახალი კონტრაქტი, შეასძლოა, ფინანსური ფეირ-პლეის წესს არღვევდეს.

„უეფაში ძალიან მკაცრი ფინანსური ფეირ-პლეის წესები მოქმედებს. ვინც ჩვენ წესებს პატივს სცემს, ჩვენ ტურნირებში მონაწილეობის უფლებაც ექნება. ვინც არ დაემორჩილება - ვერ ითამაშებს.

შეხედეთ, არც „რეალს“ და არც უეფას არ აქვს უფლება მიგვითითოს, რა გააკეთოს. ისინი იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მათი შეთავაზებაც „რეალის“ მსგავსი იყო.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.