ავტორიზაცია

ლაპორტა: "გვინდოდა მესის კარიერა აქ დაესრულებინა, თუმცა ეს ორი მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი"

ლაპორტა: "გვინდოდა მესის კარიერა აქ დაესრულებინა, თუმცა ეს ორი მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი"
თარიღი 25 მაი 2022, 23:04

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლეო მესის „პსჟ-ში“ წასვლაზე ისაუბრა.

„ისე მოხდა, რომ ბენზემა წავიდა. ყველას გვინდოდა, რომ მას სპორტული კარიერა „ბარსელონაში“ დაესრულებინა.

თუმცა, ამის გაკეთება გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. პირველ რიგში, ლა ლიგაში არსებული ფინანსური ფეირ-პლეის გამო და ასევე, „პსჟ-ს“ შემოთავაზების გამოც.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ ფინანსური პრობლემების გამო მესის ახალი კონტრაქტი ლა ლიგაში ვერ დაარეგისტრირა და 5 აგვისტოს ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა, 10-ში კი ის „პსჟ-ს“ შეუერთდა.