"სერიოზული ფული დავახარჯეთ, მაგრამ არ იმუშავა", - სევილია მარსიალს მანჩესტერში აბრუნებს
„მან იუნაიტედის“ შემტევი ანტონი მარსიალი „სევილიაში“ იჯარის შემდეგ ინგლისში ბრუნდება.
ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდში სეზონის მეორე ნახევარი გაატარა იჯარის წესით და ლა ლიგის 9 მატჩში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.
„მარსიალი „მანჩესტერში“ დაბრუნდება. ჩვენ მას სერიოზული ფული დავახარჯეთ, მაგრამ ამან ვერ იმუშავა.
მას ხელი ტრავმებმა შეუშალა, ამიტომ მის გამოსყიდვას არ ვაპირებთ.“ - აღნიშნა „სევილიას“ პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ.