"ჩემი გამოწვევის ეშინია და აქ არ დაბრუნდება, ამიტომაც წავიდა თავის დროზე", - ალეგრი პოგბაზე
მასიმილიანო ალეგრიმ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნების თემაზე იხუმრა.
ფრანგი ფეხბურთელი ტურინულ გუნდში 2014-2016 წლებში თამაშობდა, სწორედ ალეგრის ხელმძღვანელობით, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდოდა.
იმ წლებში მწვრთნელი და ფეხბურთელი ვარჯიშებზე მუდმივად საფეხბურთო და საკალათბურთო ჩელენჯებს აწყობდნენ - ხან კარში ურტყამდნენ, ხან კალათში ჩაგდებას ცდილობდნენ.
„პოგბა ნამდვილად არ დაბრუნდება, იმიტომ რომ კალათბურთში ჩემი გამოწვევის ეშინია.
ის ჩემთან ფეხით თამაშითაც დამარცხდა და ხელითაც. ამიტომაც წავიდა.“ - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით „იუვეში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.